Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთი, საქართველო შესვლის წესების თაობაზე

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, 2008 წლის 23 ოქტომბრის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი. ეს კანონი არეგულირებს, მათ შორის, აღნიშნული რეგიონების ტერიტორიაზე შესვლის წესებს.

კერძოდ, მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

• ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

ამავე დროს, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

გარდა ამისა, კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ეკონომიკური ხასიათის გარკვეული საქმიანობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირებისათვის, რომლებიც აფხაზეთშ და / ან ცხინვალის რეგიონში აპირებენ გამგზავრებას, რეკომენდირებულია გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა ან გამართონ წინასწარი კონსულტაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონთან გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: