საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყაზახეთის რესპუბლიკაში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის, ასევე 1990-იანი წლების კონფლიქტის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ამსახველი ფოტო მასალა. გამოფენა ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გახსნა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილ მძიმე პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ზურაბ პატარიძემ გამოსვლაში უკანასკნელ პერიოდში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებაზე ყურადღება გაამახვილა.

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდგომ საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა. ფოტო გამოფენას ასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და ჟურნალისტები.