საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. ღარიბაშვილის გავლითი ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ-ნი ი. ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, ხოლო მანამდე შედგა მისი გავლითი ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი დახვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.