საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2015 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში" სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ ამერიკული ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო პროფესიებში. ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომებს. ბაკალავრიატის პროგრამები ხორციელდება სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს, თბილისში იცხოვროს და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ამერიკული განათლება და დიპლომი. საქართველოს დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გასულები არიან საქართველოს მოქალაქეობიდან და მიღებული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, შეუძლიათ პროგრამებზე ჩააბარონ საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცედურების გავლის შედეგად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბულზე: http://georgia.sdsu.edu/.

სხვა მრავალ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების პროგრამას აფინანსებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation - MCC) მეორე კომპაქტი, რომლის ფარგლებშიც გამოყოფილია 140 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (Millennium Challenge Account - Georgia). პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბროშურები.