საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველისა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივლისს.

საქართველოს ელჩები ყირგიზეთის რესპუბლიკაში:
  • გივი აბდუშელიშვილი (15.04.1999 - 16.01.2004);
  • ზურაბ შურღაია (15.10.2004 -01.02.2009);
  • ზურაბ კოზმავა (საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული 01.02.09-01.10.09);
  • პაატა კალანდაძე (01.10.09 - 01.04.2012);
  • დავით მუმლაძე (01.07.2012 - დღემდე);
ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:
  • აქმათბეკ ნანაევი (20.10.1997 - 2001);
  • ქემელბეკ ნანაევი (18.05.2001 - 02.12.2005);
  • აპას ჯუმაგულოვი (02.12.2005 - 2008);
  • რაიმკულ ატაკუროვი (02.05.2008 - დღემდე).

თანამშრომლობის სფეროები

თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია).

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი)

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

43.1

274.9

2001

0.1

230.3

2002

77.8

187.4

2003

521.6

293.0

2004

639.1

677.0

2005

247.7

481.5

2006

487.1

1858.6

2007

879

1,168

2008

1,737.6

1,166.2

2009

2,528.0

1,065.0

2010

3,309.2

1,361.6

2011

7,605.2

1,413.3

2012

(9 თვე)

6,636.2

1,606.5

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

2011 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბატონ ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციის ხერემონიაში ქ.ბიშკეკში.

ყირგიზეთის რესპუბლიკიდან:

1997 წლის 22 აპრილი - ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასკარ აკაევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

სამართლებრივი ბაზა

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია 15 ხელშეკრულება, მათ შორის:
ხელშეკრულება საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ;
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

ბმული:
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.mfa.kg/