ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველისა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 24 ივლისს.
საქართველოს ელჩები ყაზახეთის რესპუბლიკაში:
- თეიმურაზ გოგოლაძე (07.08.1993 - 16.06.2003);
- ნუგზარ დუჩიძე (01.07.2003 - 20.07.2004);
- ზურაბ შურღაია (15.10.2004 -01.02.2009);
- ზურაბ კოზმავა (საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული 01.02.09-01.10.09);
- პაატა კალანდაძე (01.10.09 - 01.04.12);
- დავით მუმლაძე (01.07.12 - დღემდე)
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:
- იბრაგიმ ამანგალიევი (1996-1999) რეზიდენციით ქ.ბაქოში;
- რაშიდ იბრაევი (02.09. 1999 - 2003) რეზიდენციით ქ.ბაქოში;
- ანდარ შუკპუტოვი (02.2003 - 2006) რეზიდენციით ქ.ბაქოში;
- იგორ მუსალიმოვი (06.03.2006 - 10.08.2011) დროებითი რწმუნებული;
- ადილ ტურსუნოვი (25.02.2012 - დღემდე) დროებითი რწმუნებული;
თანამშრომლობის სფეროები
- მუდმივი პოლიტიკური დიალოგი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში;
- თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის. შექმნილია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები;
- თანამშრმლობა ეკონომიკის სფეროში.
თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში
- ყაზახეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. წარმატებით ფუნქციონიერებს საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისია.
- ყაზახეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საქართველო დაინტერესებულია ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობითა და ყაზახეთიდან ბუნებრივი აირის მიღებით.- საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია. პრიორიტეტულია ყაზახეთის მხარესთან თანამშრომლობა TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფნის წარმატებით ფუნქციონირების საკითხში. საქართველო დაინტერესებულია ყაზახეთის მონაწილეობით ბაქო-თბილისი-ყარსი ახალი სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში.
- აქტუალურია ასევე, ყაზახური ხორბლის მესამე ქვეყნებში (ეგვიპტეში) ექსპორტის მიზნით საქართველოს შავი ზღვის პორტების გამოყენება. კერძოდ კი, საქართველო დაინტერესებულია ფოთის პორტის გავლით ეგვიპტეში ტრანსპორტირების საკითხით. 2011 წლის ბოლოსათვის ქ. ფოთში განხორციელდა უკვე არსებული ხორბლის ტერმინალის რეკონსტრუქცია, რომლის ტევადობაც 50 ათასი ტონით განისაზღვრა. ამ დროისათვის კომპანია „Bunge-Agricom"-ის მიერ უკვე დასრულებულია ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის ტევადობა 250-300 ათასი ტონით განისაზღვრება. აღნიშნული ტერმინალი 2012 წლის პირველ ნახევარში შევა ექსპლუატაციაში.
სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი):
წელი
|
ექსპორტი
|
იმპორტი
|
2000
|
4,030.9
|
9,735.0
|
2001
|
4,302.5
|
5,262.5
|
2002
|
2,970.2
|
5,282.9
|
2003
|
4,330.0
|
9,755.9
|
2004
|
7,568.2
|
21,422.9
|
2005
|
9,800.8
|
11,551.4
|
2006
|
15,426.2
|
25,384.1
|
2007
|
34,292
|
63,819
|
2008
|
22,040.3
|
54,754.9
|
2009
|
20,455.3
|
23,258.9
|
2010
|
50,056,6
|
94,463.9
|
211
|
156,867.5
|
70,590.1
|
2012 (9 თვე)
|
43,041,6
|
108,484.4
|
ინვესტიციები
ყაზახი ინვესტორები სულ უფრო დიდ დაინტერესებას იჩენენ საქართველოს მიმართ. ყაზახური ინვესტიციები ჩაიდო ქ. თბილისის სატელეკომუნიკაციო და გაზგამანაწილებელ სისტემაში, ტურიზმის სფეროში აჭარის რეგიონში.
ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში განხორციელებილი ინვესტიციები (მლნ. აშშ დოლარი)
წლები
|
2006 წ.
|
2007 წ.
|
2008 წ.
|
2011 წ.
|
2012 წ. (3 თვე)
|
ყაზახეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციები
|
152,31
|
88,49
|
65,94
|
14,79
|
8,30
|
ზრდა წინა წელთან შედარებით
|
-
|
-41,9%
|
-25,5%
|
-
|
5,5%
|
წილი მთლიან ინვესტიციებში
|
12,8%
|
4,4%
|
4,2%
|
1,5%
|
3,1
|
მნიშვნელოვანი ვიზიტები
ვიზიტები საქართველოდან:
1993 წელი - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ბატონ ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
1997 წელი - საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
2005 წლის 30 მარტი-1 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში;
2005 წლის 18-19 ნოემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში;
2006 წლის 10-12 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
2006 წლის 19-21 იანვარი - საქართველოს პარლამენტის, თავმჯდომარის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
2006 წლის 1-2 ივნისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
2007 წლის 5-6 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში;
2008 წლის 5-6 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ასტანის 10 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებებში;
2010 წლის 8-9 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ნიკა გილაურის სამუშაო ვიზიტი ქ.ასტანაში;
2010 წლის 6 მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ქ. ასტანაში.
2010 წლის 16-17 ივლისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ქ. ასტანაში ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.
2010 წლის 1-2 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ.ასტანაში გამართულ ეუთო-ს სამიტში.
2011 წლის 3-4 მაისი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალბატონმა ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო ასტანის მეოთხე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში.
2011 წლის 6-7 დეკემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ნიკა გილაურის ვიზიტი ქ.ასტანაში.
ყაზახეთის მხრიდან:
1996 წელი - ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნურლან ბალგიმბაევის ვიზიტი საქართველოში;
1998 წელი - ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნურლან ბალგიმბაევის ვიზიტი საქართველოში;
2005 წლის 2-3 ივნისი - ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ დანიალ ახმეტოვის ვიზიტი საქართველოში;
2005 წლის 2-4 ოქტომბერი - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
2007 წლის 4-5 აპრილი - ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი ოფოციალური ვიზიტი საქართველოში.
2010 წლის 16-18 თებერვალი, ყაზახეთის სახელმწიფო მდივნის-საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ბატონ კანატ საუდაბაევის ვიზტი საქრთველოში.
სამართლებრივი ბაზა:
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია 70 ხელშეკრულება, მათ შორის:
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია;
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ;
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონტაქტო მონაცემები:
მდებარეობა: ქ.ასტანა, ყაზახეთის რესპუბლიკა
მისამართი: Dip. gorodok st. C-4
ფაქსი: +(7 317 2) 24-34-26
ტელეფონი: +(7 317 2) 24-32-58
ვებ-გვერდი: www.kazakhstan.mfa.gov.ge
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონტაქტო მონაცემები:
მდებარეობა: ქ. თბილისი, საქართველო
მისამართი: შატბერაშვილის ქ.23
ფაქსი: (995 32) 229 24 89
ტელეფონი: (995 32) 299 76 84
ვებ-გვერდი: www.dmkaz.ge
ბმულები:
www.akorda.kz;
www.mfa.kz;
www.government.kz;
www.parlam.kz;