ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო,

გულითადად მოგესალმებით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით. საელჩოს ვებ-გვერდი გაგიწევთ სასარგებლო მეგზურობას საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

ყაზახეთი წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორს. ჯერ კიდევ 2005 წელს პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველო გამოაცხადა ყაზახეთისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად, რაც დღესაც აქტუალური რჩება. ამასთან, ჩვენ სახელმწიფოებს შორის არსებობს ძლიერი მეგობრული, კულტურული და ისტორიული კავშირები.

მაღალი ტემპებით ვითარდება საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობები სატრანსპორტო, ტელეკომუნიკაციურ, ვაჭრობის, სათბობ-ენერგეტიკულ, საფინანსო, სამართლებრივ, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. საქართველოში მოქმედებს უმსხვილესი ყაზახური კომპანიები. წარმატებით ფუნქციონირებს საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისია.

საქართველოს მზარდი პოტენციალი ტურიზმის სფეროში საქართველო-ყაზახეთის თანამშრომლობის გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ყაზახი ვიზიტორების რიცხვი საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდება მომავალშიც. ამასთან, ჩვენს ქვეყნებს შორის გაიხსნა რეგულარული ავიარეისესები, რაც, ბუნებრივია ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველოში განხორციელებული ყაზახური ინვესტიციების დინამიკა გვაძლევს იმის იმედს, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში კვლავ გაგრძელდება და გაფართოვდება. აქვე მინდა დავარწმუნო ჩემი ყაზახი მეგობრები, რომ საქართველოს მთავრობას აქვს აღებული კურსი უცხოური ინვესტიციებისათვის მყარი სამართლებრივი და ეკონომიკური გარანტიების შექმნის მიმართულებით. სწორედ ამისათვის არის შექმნილი ის რამდენიმე სახელმწიფო ფონდი, რომელთა ერთადერთ მიზანს ინვესტორებისათვის საინტერესო პროექტებისა და მათი განხორციელების ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას წარმოადგენს.

ყაზახეთი და საქართველო გეოგრაფიულად განლაგებულია წყნარი ოკეანისა და აზიის რეგიონის ევროპასთან დამაკავშირებელ მარშრუტზე. ჩვენს ქვეყნებზე უხსოვარი დროიდან გადიოდა სავაჭრო - ეკონომიკური და სატრანსპორტო მარშრუტები, მათ შორის „დიდი აბრეშუმის გზა". სამხრეთ კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებისათვის. დღესაც, ყაზახეთსა და საქართველოს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალურ ენერგეტიკულ პროექტებში, რაც აძლევს ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მიიღონ დივიდენდები როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მიმართულებით.

ყაზახეთი ერთმნიშვნელოვნად პატივს სცემს და უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რის შესახებაც არაერთხელ განუცხადებია რესპუბლიკის ხელმძღვანელობას.

ყაზახეთსა და საქართველოს ხალხთა შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები ასევე წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების წინაპირობას.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი ელჩად მუშაობის პერიოდში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ავიდეს ხარისხობრივად ახალ დონეზე.

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში დაეხმარება ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოსთან კავშირების დამყარებაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყაზახეთს და ყაზახ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება.


საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში
ზურაბ პატარაძე

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ