ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შედგა საქართველოს ელჩის ბ-ნი ზ. პატარაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარის ბ-ნი კ. ჯაკუპოვის შეხვედრა

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ქართული მხარის ინიციატივით, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტში შედგა საქართველოს ელჩის ბ-ნი ზ. პატარაძისა და მაჟილისის თავმჯდომარის ბ-ნი კ. ჯაკუპოვის შეხვედრა, რა დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ერთობლივ პროექტების რეალიზაცია და სამომავლო გეგმები. ასევე, საუბარი შედგა, ორმხრივი თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთქმედებას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ამასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ყაზახეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება. კ. ჯაკუპოვის თქმით, ყაზახეთი მიესალმება საქართველოსა და ყაზახეთს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების გაღრმავების იდეას და აღნიშნა, რომ მზად არის სიამოვნებით უმასპინძლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნი დ. უსუფაშვილის. „გვსურს გავაცნოთ ბ-ნ დ. უსუფაშვილს და ქართველ პარლამენტარებს ყაზახეთის რესპუბლიკა, მისი მიღწევები და წარმატებები. ძალიან მოხარულები ვიქნებით ვუმასპინძლოთ საქართველოდან მაღალი რანგის სტუმარს და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას". - დასძინა მაჟილისის თავმჯდომარემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ