ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ალმატიში ქართული კინემატოგრაფიის კვირეული გაიმართა

2015 წლის 25 ივნისს - 1 ივლისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს და რიგი კომპანიების მხარდაჭერით ყაზახეთის რესპუბლიკაში ქ. ალმატიში გაიმართა ქართული კინემატოგრაფიის კვირეული. ამასთან, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 2015 წლის 13 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების აღმოჩენის მიზნით საქველმოქმედო საღამო და აუქციონი. ქართული კინემატოგრაფიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia", რა დროსაც წარმოდგენილი იქნა საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩო დამსწრე საზოგადოებას გაუმასპინძლდა ქართული და ევროპული სამზარეულოთი, ქართული ღვინით, ჭაჭით და მინარალური წყლებით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ქართული კომპანიების მიერ.საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, კინოკრიტიკოსები, სხვადასხვა ანალიტიკური ჯგუფების წევრები, სს კინოსტუდია «Казахфильм»-ის წარმომადგენლები, ქ. ალმატიში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი ა. დანდიბაევი, ქ. ალმატის აკიმის (მერის) მოადგილე ქალბატონი ზ. ამანჟოლოვა, ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana"-ს პრეზიდენტი პ. ფოსტერი, ასევე ალმატისა და ჟამბილის ოლქებში საქართველოს საპატიო კონსული ბატონი მ. სებუა და ქ. ალმატიში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს კულტურული ცენტრის" წევრები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სს კინოსტუდია «Казахфильм»-ის გენერალური რედაქტორი დიდარ ამანტაი, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა რეჟისორი გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირის" გადაღებაში.ქართული კინემატოგრაფიის კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები", გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი" და „სიმინდის კუნძული", ასევე ქართული კინემატოგრაფიის შედევრები: ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", ნანა მჭედლიძეს „პირველი მერცხალი" და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები".ძირითადი ყურადღება გამახვილდა 2015 წლის 13 ივნისს ქ. თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებაზე, რომლის შედეგად გარდაიცვალა 19 ადამიანი და უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი, ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დედაქალაქს. აღინიშნა, რომ დაზიანებულია და ფაქტობრივად განადგურებულია დედაქალაქის ინფრასტუქტურის ნაწილი - თბილისის ზოოპარკი, ვერეს ხეობაში მდებარე მაგისტრალური გზატკეცილი, ასევე მიმდებარე ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი ტერიტორიები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ქართული კინემატოგრაფიის კვირეული გაშუქდა ყაზახეთის რესპუბლიკის (Kazakhstan TV, KTK Экспресс-К, 24-KZ) მაღალრეიტინგული მასმედიის წარმომადგენლების მიერ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ