ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

2015 წლის 28 მაისს სასტუმრო "Radisson Astana"- ში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტები. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა "საქპატენტმა" და საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 400-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქ. ასტანაში, ქ ყარაგანდაში და ქ, ალმატაში მოქმედი ქართული დიასპორების წევრები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ა. ისიკეშევი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, მაჟილისის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ს. დიაჩენკო, სენატის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ა. ბესიმბაევი, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის რიგი კომიტეტების თავმჯდომარეები და 20 პარლამენტის წევრი; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რ. ჟოშიბაევი და მინისტრის მოადგილე ა. ვოლკოვი; ყაზახეთის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ბ. ჟამიშევი; სს ეროვნული კომპანია "КазМунайГаз"-ის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დ. ბერლიბაევი; "КазТрансОйл"-ის გენერალური დირექტორი კ. კაბილდინი; ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana"-ს პრეზიდენტი პ. ფოსტერი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნების (ქართულ და ყაზახურ ენებზე) ცოცხალი შესრულება უზრუნველყოფილი იქნა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის 30 სოლისტის მიერ, რამაც დამსწრე საზოგადობის მაღალი შეფასება დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana"-ს მიერ ასტანა-თბილისი-ასტანას მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის ბატონი შ. ხეცურიანის მიერ. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის უწყვეტობის ასპექტებს. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე აღინიშნა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართველი მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, ასევე მრავალი სახეობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია, რამაც მოწვეული სტუმრების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ქართულ ჭაჭაზე დამზადებული კოქტეილები. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ გაიმართა პრეზენტაცია ტურისტული რეგიონების პოტენციალის შესახებ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სუვენირები და საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები, საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია. ასევე, საქართველოს საელჩოს მიერ პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ვიდეო რგოლები.

საქართველოს ღირსეულად წარმოჩენის და დამსწრე საზოგადოებისთვის ქართული ეროვნული წარმოების პროდუქციის გაცნობის მიზნით საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი: ადგილობრივი წარმოების 15 დასახელების ქართული ყველი, ჩურჩხელა, ჩირი ტკბილეულობა და სუვენირები. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ ახლოს გაცნობოდნენ ქართულ ქორეოგრაფიას და ფოლკლორს, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, სხვადასხვა ჯიშისა და მარკის ქართული ღვინო, მინერალური წყლები და ლიმონათი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ