ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მრემიერ-მინისტრმა ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რიქსოსი გახსნა

2014 წლის 14 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა ს/ს საპარტნიორო ფონდისა და ს/ს ეროვნული კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით განხორციელებული პროექტი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი". სასტუმროს ოპერირებას სასტუმროების ცნობილი ქსელი „Rixos Hotels" და მისი გუნდი განახორციელებს, რომელიც ამ პროექტით პირველად შემოვიდა საქართველოში.

სასტუმრო „რიქსოს ბორჯომის" გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერი გ. კვირიკაშვილი, სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ი. კოვზანაძე, სს „ყაზტრანსოილის" გენერალური დირექტორი კ. კაბილდინი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ე. ერტიზბაევი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზ. პატარაძე.კომპლექსი სს საპარტნიორო ფონდის და სს ეროვნული კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა პროექტის კაპიტალის 50%-ია. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აღჭურვილია სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 152 ნომერით სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, 38,5 მილიონი დოლარი დაჯდა.

სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომი" არის მნიშვნელოვანი ქართულ ყაზახური ერთობლივი პროექტი. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ