ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გაიმართა საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა ქ. ასტანაში

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზატორობით ქ. ასტანაში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. საშობაო ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქართული პროდუქციიდან და სუვენირებიდან შემოსული თანხა გადაეცა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებულ უპატრონო ბავშვთა სახლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩომ ფულადი შენატანის მიხედვით 70 ქვეყანას შორის მეორე ადგილი დაიკავა.

საშობაო ბაზარზე წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია, მათ შორის, ალკოჰოლური სასმელები, ქართული ჩაი, ყველი, მინერალური სასმელები და სხვა. განსაკუთრებული ინტერესი და შეფასება დაიმსახურა ქართულმა ყველმა და ღვინომ. ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართულ ტრადიციების, კულტურის და ხელოვნების ამსახველი სუვენირები. საშობაო ბაზრობის დროს სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ტურიზმის პოტენციალის შესახებ. რიგმა კომპანიებმა გამოთქვეს დაინტერესება ყაზახურ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ