საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟირების პროგრამა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟირების პროგრამა საზღვარგარეთ

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო

დაწესებულებებში

 

 

მიზანი

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორის მომზადების, გადამზადების, მათი

კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს. კონკურსი ცხადდება საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.

 

სტაჟიორის უფლებები

 

ა) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნონ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ბ) მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების მომზადებასა და დოკუმენტაციის შედგენაში, რომლებიც

სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;

გ) მენტორის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი

სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში;

დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში

გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში;

ე) სტაჟირების მიმდინარეობისას, დაინტერესებისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების

დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტაჟიორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვაკანტური თანამდებობების

დასაკავებლად სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

 

სტაჟიორის ვალდებულებები:

 

ა) გაეცნონ და იხელმძღვანელონ სამინისტროს მარეგულირებელი კანონმდებლობით;

ბ) დადგენილ ვადაში შეასრულონ მენტორის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;

გ) შეისწავლონ დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტების და წერილების მომზადების სპეციფიკა;

დ) დაიცვან საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის შინაგანაწესი.

 

სამინისტროს მოვალეობები

სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ - ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად/განსავითარებლად.

საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სტაჟიორს წარუდგენს მენტორს.

 

მენტორი:

ა) აცნობს სტაჟიორს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროს, სპეციფიკასა და საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;

ბ) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მათ მიერ ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს სტაჟიორს უფლება - მოვალეობების განხორციელების პროცესში;

დ) სტაჟიორს აძლევს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულებას და განუსაზღვრავს ვადას, აწვდის

საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ე) აფასებს სტაჟიორს სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით;

ვ) აწვდის ინფორმაციას საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს სტაჟირების

პერიოდში სტაჟიორის მიერ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე1.

 

სტაჟირების ვადა

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.

 

სტაჟირების პირველი თვე

 

პირველი 2 კვირის

განმავლობაში, სტაჟიორი

ეცნობა სამართლებრივ

აქტებს, საზღვარგარეთ

სამინისტროს შესაბამისი

ქვედანაყოფის მუშაობის

სპეციფიკას, ხოლო მომდევნო

2 კვირის განმავლობაში

უშუალოდ ერთვება

სტრუქტურული ერთეულის

საქმიანობაში.

 

 

სტაჟირების მეორე და მესამე თვე

 

მომდევნო ორი თვის

განმავლობაში სტაჟიორი

თეორიული ცოდნის მიღებასთან

ერთად, უფრო აქტიურად

ერთვება სტრუქტურული

ერთეულის მუშაობის პროცესში

და იღებს დავალებებს

მენტორისგან.

 

 

ვადის გაგრძელების შემთხვევაში,

სტაჟირების დამატებით 3 თვე

 

იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი

წარმატებით ართმევს თავს მასზე

დაკისრებულ მოვალეობებს და

მენტორი, მიმდინარე საქმიანობის

გათვალისწინებით, ასაბუთებს

ვადის გაგრძელების საჭიროებას და

დადგენილი ფორმით, დადებითად

აფასებს სტაჟიორს, სტაჟირება

გრძელდება კიდევ 3 თვით.

აღნიშნულ პერიოდში

მიზანშეწონილია სტაჟიორის

საქმიანობის არეალის

ეტაპობრივად გაფართოება და

უფრო საპასუხისმგებლო

დავალებების გაცემა.

 

სტაჟიორის საქმიანობას წარმართავს მისი მენტორი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან

შეთანხმებით.

 

1 შენიშვნა: სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა ან ხშირი არყოფნა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს, შესაძლოა, გახდეს სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი.

 

სტაჟირების ვადის გაგრძელება

 

3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

 

სტაჟირების ვადის გასაგრძელებლად, მენტორი ავსებს შეფასების ფორმას და შუამდგომლობით მიმართვას საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უზრუნველყოს სტაჟირების ვადის გაგრძელება.

 

ანაზღაურება

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

მენტორი

 

მენტორი - შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. ამასთან მონიტორინგს უწევს გაწეული სამუშაოს ხარისხს, მის მიერ ხდება სტაჟიორის შეფასება, ასევე, მიიღება გადაწყვეტილება სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორის მენტორინგის პროცესი ხელს უწობს მენეჯერული უნარების განვითარებას. აუცილებელია, რომ სტაჟიორის მენტორს ჰქონდეს სამინისტროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და სასურველია, იყოს ხელმძღვანელ ან მრჩევლის პოზიციაზე.

 

სტაჟიორის მენტორს განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

სამართლებრივი აქტები:

 

სტაჟირების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორი გაეცნოს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:

 

·        საქართველოს კონსტიტუცია;

·        საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";

·        საგარეო საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის წესი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება;

·        საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი;

·        საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის შინაგანაწესი.

 

 

სტაჟიორის შეფასება

 

სტაჟირების ადის გასვლის შემდეგ, მენტორი აფასებს სტაჟიორს შესაბამისი შეფასების ფორმის

მიხედვით.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება განისაზღვრება არანაკლებ 22 ქულით, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს აწერს საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეფასება 22 ქულაზე ნაკლებია, სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.

 

რა უპირატესობები აქვს სტაჟირებას

 

·        კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება/გაღრმავება;

·        პროფესიული გამოცდილების მიღება;

·        შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრება;

·        სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებზე დასწრება;

·        ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა;

·        კარიერული შესაძლებლობების შესწავლა;

·        პროფესიული და კარიერული გეგმების დასახვა.

·         

როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, სტაჟიორები უმეტესად წარმატებით ართმევენ თავს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსის საგამოცდო ეტაპებს.

 

შენიშვნა: დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს U:\02_დეპარტამენტები\ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.